გოგა ბითაძის სასტარტო ხუთეული და 10 ქულა ლეიკერსთან მატჩში

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსმა” ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს” უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:122 დამარცხდა.

,,პეისერსის” ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც მატჩი ძირითად ხუთეულში დაიწყო, არასრულ 30 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ორმაგი დუბლი იყო კარის ლევერტის ანგარიშზე – 28 ქულა, 12 ასისტი, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.



,,ლეიკერსს” 28 ქულით, 10 მოხსნით, 5 პასითა და 2 ჩაჭრით ენტონი დევისმა ულიდერა. 24 ქულას, 8 შედეგიან გადაცემასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი ლებრონ ჯეიმსმა.

,,ინდიანა” 33 მოგებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 პოზიციაზეა, ,,ლეიკერსი” კი 41 მოგებითა და 30 წაგებით დასავლეთში მეშვიდეა.

მიმდინარე სეზონში ბითაძე საშუალოდ 12.1 წუთს თამაშობს და 5 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.3 დაფარებას აგროვებს.



 

გოგა ბითაძის სასტარტო ხუთეული და 10 ქულა ლეიკერსთან მატჩში

სტატიის ავტორი
-