ჰარდენმა კობი ბრაიანტი ჩამოიტოვა და რეკორდს მიუახლოვდა

NBA-ს რეგულარული სეზონის 43-ე ტურის შეხვედრაში, “ჰიუსტონმა” “მემფისი” 112:94 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ჯეიმს ჰარდენმა 57 ქულის დაგროვება შეძლო.

“ჰიუსტონის” ლიდერი ფენომენალური პერფონმანსით განაგრძობს გულშემატკივრების აღფრთოვანებას. ჯეიმს ჰარდენმა ზედიზედ მე-17 შეხვედრაში შეძლო 30+ ქულის დაგროვება, რითიც კობი ბრაიანტს გადაასწრო და რეკორდს მიუახლოვდა.

აღსანიშნავია, რომ NBA-ს მოქმედი რეკორდი ზედიზედ ჩატარებულ შეხვედრებში დაგროვებული 30+ ქულის მიხედვით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის. 1963-64 წლების სეზონში, ჩემბერლენმა ზედიზედ 20 შეხვედრაში შეძლო 30+ ქულის დაგროვება.

ჰარდენმა კობი ბრაიანტი ჩამოიტოვა და რეკორდს მიუახლოვდა 1

ჰარდენმა კობი ბრაიანტი ჩამოიტოვა და რეკორდს მიუახლოვდა

სტატიის ავტორი
-