ინდიანა პეისერსის დასაფასებელი წამოწყება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, მსგავსად სხვა ჩემპიონატებისა თუ ტურნირებისა, კორონავირუსის გამო შეჩერებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე “ინდიანა პეისერსმა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძეც ირიცხება, ინდიანაპოლისის საჯარო ბიბლიოთეკასთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების არსი შემდეგშია – კორონავირუსის გამო კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა.

ინდიანა პეისერსის დასაფასებელი წამოწყება 1

გაწერილია განრიგიც, თუ რომელი კალათბურთელი რომელ დღეს და რომელ წიგნს წაუკითხავს მსურველებს – გრაფიკის მიხედვით გოგა ბითაძის ჯერი 27 აპრილს დადგება, მას სი სი იოვენის წიგნის Basketball Break-ის წაკითხვა ხვდა წილად.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხობრივი რაოდენობით პირველ ადგილზეა. შტატებში კორონავირუსით 245 380 ადამიანი დაინფიცირდა, განიკურნა 10 411, ხოლო გარდაიცვლილთა ოდენობამ 6 095-ს მიაღწია.

 

ინდიანა პეისერსის დასაფასებელი წამოწყება

სტატიის ავტორი
-