ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე ,,ინდიანა პეისერსში” 2022-2023 წლების სეზონამდე ითამაშებს. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კონტრაქტის თანახმად, მომავალ სეზონში ბითაძე ,,ინდიანასგან” 4.7 მილიონ დოლარს მიიღებს.

გოგა ,,პეისერსის” შემადგენლობაში მესამე წელია თამაშობს და მატჩში საშუალოდ 4 ქულას, 2.6 მოხსნასა და 1 დაფარებას აგროვებს.

,,ინდიანამ” ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო – რიკ კარლაილის გუნდი 1 მოგებითა და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზეა. დღეს ,,პეისერსი” ,,ტორონტოსთან” 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94-97 დამარცხდა, ბითაძემ პარკეტზე გატარებულ 10 წუთში 2 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.


ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

სტატიის ავტორი
-