ინდიანამ ორლანდოს მოუგო – ბითაძემ 5 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა (ვიდეო)

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსმა” ,,ორლანდო მეჯიქი” სტუმრად 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 111-106 დაამარცხა.

,,პეისერსის” ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, 15 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. ორმაგი დუბლი იყო დომანტას საბონისის ანგარიშზე – 16 ქულა, 15 მოხსნა, 6 ასისტი და 2 დაფარება.

,,ორლანდოს” ტერენს როსმა ულიდერა, უკანახაზელმა 28 წუთში 24 ქულას, 4 მოხსნას, 1 პასსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.


ინდიანამ ორლანდოს მოუგო - ბითაძემ 5 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა (ვიდეო) 1

,,ინდიანა” 24 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციაზეა, ,,ორლანდო” კი 17 მოგებითა და 35 წაგებით კონფერენციაში მეთოთხმეტეა.

მიმდინარე სეზონში ბითაძე საშუალოდ 10.6 წუთს თამაშობს და 4.9 ქულას, 2.8 მოხსნასა და 1 დაფარებას აგროვებს.

 

ინდიანამ ორლანდოს მოუგო – ბითაძემ 5 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-