ისტორიული გაცვლა NBA-ში

ანერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ისტორიული გაცვლა განხორციელდა.

რასელ ვესტბრუკი კარიერას “ჰიუსტონ როკეტსში” გააგრძელებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მას ჯეიმს ჰარდენთან ერთად თამაში სურდა, რომელთანაც “ოკლაჰომაში” 2009-12 წლებში ასპარეზობდა.

“ოკლაჰომა” ვესტბრუკის სანაცვლოდ კრის პოლს მიიღებს.

ვესტბრუკმა “ოკლაჰომაში” 11 სეზონი გაატარა. 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში. ის NBA-ს 2016-17 წლების სეზონის MVP გახდა.

34 წლის კრის პოლისთვის “ოკლაჰომა” კარიერაში NBA-ს მე-4 გუნდი იქნება. ის 2013 წელს ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP გახდა. კრის პოლი აშშ-ის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის 2-გზის გამარჯვებულია. მან 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა, როდესაც ამერიკის ნაკრებმა ნახევარფინალი საბერძნეთთან წააგო და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

ისტორიული გაცვლა NBA-ში

სტატიის ავტორი
-