იტალიამ სერბეთს მოუგო და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი სერბეთი 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:86 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

იტალიას მარკო სპისუმ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. 21 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი იყო ნიკოლო მელის ანგარიშზე.

სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში 32 ქულით, 13 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა.

იტალიის მეტოქე მეოთხედფინალში საფრანგეთი იქნება, რომელმაც მერვედფინალში თურქეთს მოუგო.

იტალიამ სერბეთს მოუგო და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-