ლებრონ ჯეიმსმა NBA-ის რეკორდი დაამყარა

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ,,გოლდენ სტეიტ უორიორსს” უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 124:116 დაამარცხა.

მატჩში 56 ქულით, 10 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. შედეგად, 37 წლის ფორვარდი გახდა ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც შეხვედრაში 50+ ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი.

ლებრონის გარდა, ამ ასაკში 50+ ქულის მოგროვება მხოლოდ სამმა მოთამაშემ – მაიკლ ჯორდანმა, კობი ბრაიანტმა და ჯამალ კროუფორდმა შეძლეს.

ჯეიმსი NBA-ის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 29,4 ქულას, 8,1 მოხსნას, 6,2 შედეგიან გადაცემას, 1,5 ჩაჭრასა და 1 დაფარებას აგროვებს.


ლებრონ ჯეიმსმა NBA-ის რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-