ლებრონ ჯეიმსს COVID-19 დაუდასტურდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი, კოვიდინფიცირებულია.

“გუნდში ინფორმაცია სამშაბათს დილით გავიგეთ, რის გამოც ის ცალკე, “საკრამენტოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე ლოს ანჯელესში დაბრუნდა”, – აცხადებს ლეიკერსის მწვრთნელი, ფრენკ ვოგელი.

ამჟამად, ლებრონ ჯეიმსი, ნაციონალური საკალათბურთო ასოცაციის მიერ მიღებული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პროტოკოლის დაქვემდებარებაშია.

ლებრონი მე-17 კალათბურთელია, სეზონის დაწყებიდან, ვინც NBA-ის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლს ექვემდებარება.

36 წლის სუპერვარსკვლავს, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია, მიმდინარე სეზონში საშუალოდ 25.8 ქულა, 5.2 მოხსნა და 6.8 შედეგიანი გადაცემა აქვს.

საყურადღებოა, რომ ლებრონის გარეშე “ლეიკერსმა” “საკრამენტო” გასვლით მატჩში, ანგარიშით – 92:117, დაამარცხა.

ლებრონ ჯეიმსს COVID-19 დაუდასტურდა

სტატიის ავტორი
-