ლეიკერსისა და კლიპერსის ბოიკოტი მთელ სეზონს!

27 აგვისტოს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საპლეიოფო დაპირისპირებების 3 თამაში ბოიკოტის მიზეზით გადაიდო.

ბოიკოტის მიზეზი ვისკონსინის შტატში პოლიციელების მიერ აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიკის დაჭრაა, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

საპროტესტო ტალღას ცინცინატის მასტერსზე მოასპარეზე ჩოგბურთელებიც შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოიკოტი მხოლოდ 1-დღიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა უახლესი ინფორმაციის თანახმად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი უძლიერესი გუნდი – “ლეიკერსი” და “კლიპერსი” ბოიკოტს მთლიანად წლევანდელ სეზონს უცხადებენ.

რამდენად რეალურია სეზონის ჩაშლა მომხდარი ინციდენტის გამო ამას დრო გვაჩვენებს, აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთმა საკალათბურთო ექსპერტმა საკუთარი აზრი დააფიქსირა:

“ვფიქრობ, რომ საპროტესტო ტალღა ძალადობრივი ქმედებების მიმართ კარგია, თუმცა ამის გამო მთლიანი სეზონის ჩაშლა?! დაუჯერებელია… ძალიან მაინტერესებს რა გაგრძელება მოყვება აღნიშნულ საკითხს და როგორ განვითარდება მოვლენები”, – აცხადებს კალათბურთის ანალიტიკოსი.

ლეიკერსისა და კლიპერსის ბოიკოტი მთელ სეზონს!

სტატიის ავტორი
-