ლეიკერსის ყველა კალათბურთელი კორონავირუსზე შემოწმდება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთი კალათბურთელი მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიით – კორონავირუსითაა დაინფიცირებული.

17 მარტს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ სუპერვარსკვლავს, კევინ დურანტს, ორგანიზმში კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა.

დურანტი “ბრუკლინ ნეთსის” მეოთხე კალათბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. “ბრუკლინის” მეტოქე ბოლო შეხვედრაში “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” გახლდათ, სწორედ ამის გამო, დღეს, 18 მარტს მთელ გუნდს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება, შემდეგ კი 2-კვირიან საკარანტინო ზონაში გადაინაცვლებენ.


შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით რეგულარული სეზონი დროებით შეწყდა.

ლეიკერსის ყველა კალათბურთელი კორონავირუსზე შემოწმდება

სტატიის ავტორი
-