ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ლოს ანჯელესისა” და “დალასის” დაპირისპირება შედგა. ლოს ანჯელესში, “Crypto.com Arena”-ზე გამართული მატჩის ძირითადი დრო 101:101 დასრულდა.
დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა მარცხით 115:119 დასრულდა.
“დალასის” გამარჯვებაში ლომის წილი ლუკა დონჩიჩმა დაიდო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა და მორიგი ფენომენალური პერფორმანსით გამოიჩინა თავი. დონჩიჩმა პარკეტზე გატარებულ 52:44 წუთში 35 ქულის, 14 მოხსნისა და 13 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.