მამუკელაშვილი სეტონ ჰოლს ორმაგი დუბლით დაემშვიდობა

სანდრო მამუკელაშვილისა და “სეტონ ჰოლის” ურთიერთობა ქართველი კალათბურთელის ორმაგი დუბლით დასრულდა.

“სეტონ ჰოლმა” მიმდინარე სეზონში საკუთარ არენაზე დასკვნითი შეხვედრა ჩაატარა, ცნობილი იყო რომ ეს სანდროსთვისაც ბოლო მატჩი იქნებოდა, რის გამოც, პანდემიის მიუხედავად გამონაკლისის სახით დარბაზში 1700 გულშემატკივარი დაუშვეს.

“სეტონ ჰოლმა” “კონექტიკუტს” უმასპინძლა, მიუხედავად მამუკელაშვილის წარმატებული მატჩისა, შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით – 58:69, დასრულდა. ქართველმა შემტევმა 37 წუტში 20 ქულას, 10 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი.

გადაწყვეტილია, რომ 2021 წლის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე სანდრო მამუკელაშვილიც დადგება, რომელიც უდიდესი შანსით მომდევნო სეზონს სწორედ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ძლიერ საკალათბურთო ასოციაციაში ჩაატარებს.

10 მოგებითა და 8 მარცხით “სეტონ ჰოლი” კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. სანდროს გუნდს გაუჭირდება NCAA-ის ჩემპიონატში (მარტის სიგიჟე) მოხვედრა, თუმცა Big East-ის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. შემდეგ მატჩს “სეტონ ჰოლი” სტუმრად “სენტ ჯონსთან”, 7 მარტს გამართავს.

 

მამუკელაშვილი სეტონ ჰოლს ორმაგი დუბლით დაემშვიდობა

სტატიის ავტორი
-