მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა ფინიქსის წინააღმდეგ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ფინიქსისა” და “სან ანტონიოს” დაპირისპირება შედგა. ფინიქსში გაამრთული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 115:94 დასრულდა.

“სპურსის” ქართველმა ლეგიონერმა – სანდრო მამუკელაშვილმა, ფრენჩაიზის შემადგენლობაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. პარკეტზე გატარებულ დროში, მამუკელაშვილმა 13 ქულის, 8 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა ფინიქსის წინააღმდეგ

სტატიის ავტორი
-