მამუკელაშვილის 5 ქულა – მილუოკიმ სტუმრად პორტლენდთან იმარჯვა | მიმოხილვა

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა” ,,მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და 29-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108:137 დამარცხდა.

სტუმართა შემადგენლობაში 7 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 5 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ,,ბაქსს” 29 ქულით, 9 მოხსნით, 6 ასისტითა და 1 დაფარებით იანის ანტეტოკუმპომ ულიდერა.

,,პორტლენდის” რიგებში ბენ მაკლემორი გამოირჩა, რომელმაც 19 ქულას, 4 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი.

,,მილუოკი” 33 მოგებითა და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა, ,,პორტლენდი” კი 21 მოგებითა და 33 მარცხით დასავლეთში მეათეა.


მიმოხილვა:

მამუკელაშვილის 5 ქულა – მილუოკიმ სტუმრად პორტლენდთან იმარჯვა | მიმოხილვა

სტატიის ავტორი
-