მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G-ლიგაში | VIDEO

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “გრანდ რაპიდსისა” და “ვისკონსინის” დაპირისპირება შედგა.

დაძაბული მატჩის გამარჯვებულის გამოსავლენად, ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც მასპინძლებმა უკეთ იასპარეზეს და საბოლოოდ შეხვედრა “გრანდ რაპიდსის” გამარჯვებით, 129:122 დასრულდა.

“ვისკონსინის” რიგებში ქართველმა ფორვარდმა – სანდრო მამუკელაშვილმა იასპარეზა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 32 წუთში, 20 ქულის, 8 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ჩატენვითაც გამოიჩინა თავი.

https://twitter.com/nbagleague/status/1597762820933820416?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1597762820933820416%7Ctwgr%5Ef657c52c03c38cb38bcaa7634d0a354025c813e1%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.crystalsport.ge%2Fnews%2F49209%3Ffbclid%3DIwAR0YibsTwx7q_2k0wD7cIheamxwI0tlWdIov0yYmuMkWXI8z0fWCMVXMXUo

მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G-ლიგაში | VIDEO

სტატიის ავტორი
-