G ლიგის შეხვედრაში ,,ვისკონსინ ჰერდმა” ,,კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსს” უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:116 დაამარცხა.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ,,ვისკონსინის” ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. სანდრომ 35 წუთში 29 ქულა, 16 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
სტუმართა შემადგენლობაში 21 წუთი ითამაშა გიორგი ბეჟანიშვილმა და მატჩი 2 ქულით, 2 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.
მამუკელაშვილის გუნდი სამი მოგებით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა. ,,კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი” კი 1 გამარჯვებითა და 3 მარცხით მე-12 ადგილს იკავებს.