NCAA-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” გასვლით მატჩში დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერის “ვილანოვას” წინააღმდეგ წარსდგა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ქართველი ლეგიონერის გუნდმა ანგარიშით – 74:76 შეხვედრა დათმო.
Sandro Mamukelashvili with the great lay-off under the rim to Molson to tie the game. pic.twitter.com/kCkZPUh6US
— Aram Cannuscio (@AC__Hoops) January 20, 2021
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულას, 9 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. შეხვედრის ბოლო მომენტში მამუკელაშვილმა ურთულესი მდგომარეობიდან სამქულიანი ისროლა, თუმცა არაზუსტი აღმოჩნდა.
Full really impressive two-way sequence from Sandro Mamukelashvili.
Defensively he closes out well and then slides his feet and contains Robinson-Earl enough to force a miss at the rim. Then he shows his deep NBA range with the quick C&S 3. pic.twitter.com/BmI6GFjg7z
— Aram Cannuscio (@AC__Hoops) January 20, 2021
“სეტონ ჰოლს” 15 თამაშის შემდეგ 9 მოგება და 6 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით სანდრო გუნდი კონფერენციის მე-5 პოზიციაზე იმყოფება, “ვილანოვა” კი 10-დან 9 გამარჯვებით პირველ ადგილზეა.