მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და სეტონ ჰოლის მორიგი გამარჯვება

NCAA-ის მორიგ მატჩში, სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” “მარკეტს” უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით – 57:51 დასრულდა.

სანდრო მამუკელაშვილმა გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მან 37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მიუხედავად სანდროს ორმაგი დუბლისა, რომელიც ამ სეზონში მისთვის მესამე იყო, “სეტონ ჰოლის” რიგებში საუკეთესო ჯარედ როდენი გახდა, რომელმაც 20 ქულას, 7 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი.



“სეტონ ჰოლი” 9 მოგბითა და 5 მარცხით კონფერენციის მესამე ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი კარლ მელოუნის პრიზის კანდიდატებს შორისაა, რაც მას შანსს აძლევს, რომ NCAA-ის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დასახელდეს.

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და სეტონ ჰოლის მორიგი გამარჯვება

სტატიის ავტორი
-