მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ | VIDEO

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “გოლდენ სტეიტისა” და “სან ანტონიოს” დაპირისპირება შედგა. ოკლენდში გამართული მატჩი “გოლდენ სტეიტის” გამარჯვებით – 130:115 დასრულდა.

სანდრო მამუკელაშვილმა კვლავ “სპურსის” სასტარტო ხუთეულში იასპარეზა და სტუმარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. პარკეტზე გატარებულ 29:13 წუთში, მამუკელაშვილმა 13 ქულის, 11 მოხსნის, 4 შედეგიანი გადაცემისა და 1 ჩაჭრის დაგროვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ორმაგი დუბლი, რომელიც მამუკელაშვილმა “სან ანტონიოს” რიგებში გაიფორმა.

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ | VIDEO 1

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ | VIDEO

სტატიის ავტორი
-