მამუკელაშვილის პირადი რეკორდები NBA-ში – სანდრომ კლივლენდთან 17 ქულა მოაგროვა | VIDEO

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა” ,,კლივლენდ კავალიერსს” უმასპინძლა და 29-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90:119 დამარცხდა.

ზედიზედ მეხუთე მატჩში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ლიდერების არყოფნაში შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 42 წუთში (პირადი რეკორდი) 17 ქულა (პირადი რეკორდი), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,ბაქსს” 28 ქულით, 11 მოხსნითა და 4 პასით ჯორდან ნოვრამ ულიდერა.

,,კლივლენდის” შემადგენლობაში ჩედი ოსმანი გამოირჩა – ფორვარდმა 23 ქულას, 5 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. 15 ქულა, 10 ასისტი, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო რიკი რუბიოს ანგარიშზე.

,,მილუოკი” 19 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 23 დეკემბერს, ,,ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ გამართავს.


მამუკელაშვილის მომენტები დღევანდელ მატჩში

მამუკელაშვილის პირადი რეკორდები NBA-ში – სანდრომ კლივლენდთან 17 ქულა მოაგროვა | VIDEO

სტატიის ავტორი
-