მამუკელაშვილისა და ქართველი კალათბურთელების სახალისო ჩელენჯი | VIDEO

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი.

შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი – სანდრო მამუკელაშვილი, სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც თანაგუნდელებთან ერთად მონაწილეობს.

@ma23mu🤣🤣🤣🤣

♬ original sound – Sandro Mamukelashvili

მამუკელაშვილისა და ქართველი კალათბურთელების სახალისო ჩელენჯი | VIDEO

სტატიის ავტორი
-