მამუკელაშვილმა სან ანტონიოში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ნიუ ორლეანსისა” და “სან ანტონიოს” დაპირისპირება შედგა. ნიუ ორლეანსში, “Smoothie King Center”-ში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 119:84 დასრულდა.

“სპურსის” ქართველმა ლეგიონერმა – სანდრო მამუკელაშვილმა ფრენჩაიზის შემადგენლობაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პარკეტზე გატარებულ 25:20 წუთში მამუმ 20 ქულის, 5 მოხსნის, 3 შედეგიანი გადაცემისა და 3 ჩაჭრის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოს” რიგებში მამუკელაშვილი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, ხოლო ორივე გუნდიდან მხოლოდ ბრენდონ ინგრემმა შეძლო მასზე მეტი (32) ქულის დაგროვება.


მამუკელაშვილმა სან ანტონიოში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა 1

მამუკელაშვილმა სან ანტონიოში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

სტატიის ავტორი
-