ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) Summer League-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “მილუოკისა” და “მინესოტას” დაპირისპირება შედგა. ლას ვეგასში გამართული დაძაბული მატჩი, “ბაქსის” გამარჯვებით, 87:75 დასრულდა.
- საზაფხულო ლიგა – სანდრო მამუკელაშვილმა ბრუკლინთან მატჩში 17 ქულა მოაგროვა | VIDEO
- 28 ქულა და 9 მოხსნა – მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი ბოსტონის წინააღმდეგ | VIDEO
- მამუკელაშვილის ჩატენვა ბოსტონის წინააღმდეგ | VIDEO
“მილუოკი ბაქსის” რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 32:07 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა ფორვარდმა 18 ქულის, 15 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩდნა.
2021 second-rounder Sandro Mamukelashvili was doing it all in the @Bucks‘ win today at Summer League. 👏 pic.twitter.com/HNPrcBZTOD
— theScore (@theScore) July 13, 2022
NBA-ს Summer League-ს ეგიდით, მამუკელაშვილმა 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა – მისი საშუალო მონაგარი 21 ქულასა და 9.7 მოხსნას შეადგენს. მამუკელაშვილი საშუალო მანძილიდან 47%-იანი, ხოლო პერიმეტრიდან 56%-იანი სიზუსტით ისვრის.
Sandro Mamukelashvili through 3 games in Vegas:
– 21.0 PPG
– 9.7 RPG
– 1.7 BPG
– 48% FG
– 56% 3PTMamu looks like a man among boys 💪 pic.twitter.com/V5xP2J1q4C
— The Lead (@TheLeadSM) July 13, 2022