მანუ ჯინობილი კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა

უკვე ოფიციალურად არგენტინელი კალათბურთის ლეგენდა მანუ ჯინობილი კალათბურთის დიდების დარბაზის წევრია. მანუ საზოგადოების წინაშე ტიმ დანკანმა წარადგინდა. ჯინობილი კარიერის განმავლობაში ევროლიგისა და NBA-ს გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებთან ერთად, ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

“სპურსი” ჩემთვის ერთი დიდი და ძლიერი ოჯახი იყო”– თქვა ჯინობილმა, რომელმაც, მის მწვრთნელზე, გრეგ პოპოვიჩზეც ისაუბრა.

„პოპ, რა შემიძლია ვთქვა? შენ ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის, მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთ, რომ ვერასოდეს გადაგიხდი საკმარის მადლობას“

https://twitter.com/ClutchPointsApp/status/1568779258151186432

მანუ ჯინობილი კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა

სტატიის ავტორი
-