მე-2 მატჩი ტრავმის შემდეგ – შენგელიამ მაკაბის 8 ქულა ჩაუგდო

ევროლიგის 27-ე ტურში “ცსკამ” სტუმრად “მაკაბი” 84:80 დაამარცხა და სეზონში მე-18 გამარჯვება მოიპოვა.

მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც მუხლის ტრავმის შემდეგ მეორე შეხვედრა ჩაატარა. 29 წლის კალათბურთელმა “მაკაბისთან” პარკეტზე გატარებულ 20 წუთში 8 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო, 2-დან 0 სამქულიანი), 2 მოხსნა, 2 ასისტი და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა. გარდა ამისა, შენგელიამ თელ-ავიველების წინააღმდეგ ბურთი ორჯერ დაკარგა.

“ცსკას” ევროლიგაზე 18 მოგება დაუგროვდა, რითაც რუსული კლუბმა მე-2 პოზიცია გაიმყარა. მოსკოველები შემდეგ თამაშს 4 მარტს, “ეფესსთან” გამართავს.

მე-2 მატჩი ტრავმის შემდეგ – შენგელიამ მაკაბის 8 ქულა ჩაუგდო

სტატიის ავტორი
-