ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე” ჩატარებული შეხვედრით გაიხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალთან” ფრე – 1:1 ითამაშა. 

იმავე სათამაშო დღეს ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად – 1:0 აჯობა და სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა.

ასეთივე ანგარიშით იმარჯვა წინა სეზონის აღმოჩენამ, საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, რომელმაც რუსთავში “სამტრედიას” მოუგო. 

1:0 – ტურის ყველაზე პოპულარული ანგარიში აღმოჩნდა, რომლითაც გორის “დილამ” საშინაო კედლებში, ელიგაში დაბრუნებული ქობულეთის “შუქურა” დაამარცხა.

სათამაშო კვირის ბოლო და ამავე დროს ცენტრალური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და იქ “საბურთალომ” “ლოკომოტივს” ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ზედიზედ მეშვიდე სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  1

პირველი ტურის შედეგები: 

“დინამო თბილისი” – “სამგურალი” 1:1

“ტორპედო” – ბათუმის “დინამო” 0:1

“თელავი” – “სამტრედია” 1:1

“დილა” – “შუქურა” 0:1

“საბურთალო” – “ლოკომოტივი” 2:0

სატურნირო მდგომარეობა პირველი ტურის შემდეგ:

ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  2

პირველი ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: მაქსიმე ქვილითაია (“სამგურალი”).

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (ბათუმის “დინამო”), თორნიკე ძოწენიძე, (“თელავი”), გიორგი ჯგერენაია (“საბურთალო”), გიორგი მჭედლიშვილი (“სამგურალი”).

ნახევარმცველები: ბენჟამინ ტეიდი (ბათუმის “დინამო”), მიხეილ ბაშელეიშვილი, შოთა შეყილაძე (“თელავი”), ირაკლი ბიძინაშვილი (გორის “დილა”).

თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე (გორის “დილა”), სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“).

მწვრთნელი: ლევან კორღალიძე (“საბურთალო”).

განლაგება: 4-4-2

ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  3

ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-