მეოთხედ სეზონში – შერმადინი ტურის MVP-ი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, ესპანეთის ACB ლიგის 37-ე ტურში, ,,სარაგოსასთან” მოგებულ შეხვედრაში, 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

შედეგად, ქართველი ცენტრი, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი მატჩში 31 იყო, ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

შერმადინმა MVP-ის წოდება ACB ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოიპოვა, რაც საუკეთესო შედეგია.

გიორგის ,,ტენერიფე” 27 მოგებითა და 8 მარცხით ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და მხოლოდ ,,ბარსელონასა” და ,,რეალს” ჩამორჩება.



 

მეოთხედ სეზონში – შერმადინი ტურის MVP-ი გახდა

სტატიის ავტორი
-