მამუკელაშვილის 5 ქულა – მილუოკიმ მე-11 გამარჯვება მოიპოვა!

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “მილუოკისა” და “კლივლენდის” დაპირისპირება შედგა.

“მილუოკიმ” მოწინააღმდეგე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, 113:98 დაამარცხა და ჩატარებულ 14 შეხვედრაში, მე-11 გამარჯვება იზეიმა.

“ბაქსის” ქართველმა ფორვარდმა – სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 7:34 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 5 ქულის დაგროვება შეძლო. მამუმ 6-დან 3 თავისუფალი და 3-დან ერთი 2-ქულიანი ჩააგდო. “მილუოკის” გამარჯვებაში ლომის წილი ბრუკ ლოპესმა დაიდო, რომელმაც 29 ქულის, 5 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

ლოპესის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა, რა მაჩვენებლითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო აღმოჩნდა.

მამუკელაშვილის 5 ქულა – მილუოკიმ მე-11 გამარჯვება მოიპოვა!

სტატიის ავტორი
-