მილუოკიმ ნიუ ორლეანსთან წააგო – მამუკელაშვილმა 18 წუთი ითამაშა

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ნიუ ორლეანს პელიკანსმა” ,,მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და ოვერტაიმში ოთქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116:112 დაამარცხა (ძირითადი დრო 103:103 დასრულდა).

ზედიზედ მეოთხე მატჩში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 18 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ,,ბაქსს” 40 ქულით 5 მოხსნით, 5 პასითა და 2 ჩაჭრით ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა.

,,პელიკანსის” შემადგენლობაში დევონტე გრემი გამოირჩა – უკანახაზელმა 26 ქულას, 4 ასისტს, 4 მოხსნასა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. 24 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო იონას ვალანჩუნასის ანგარიშზე.

,,მილუოკი” 19 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 19 დეკემბერს, ,,კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ გამართავს.


მატჩის მიმოხილვა

მილუოკიმ ნიუ ორლეანსთან წააგო – მამუკელაშვილმა 18 წუთი ითამაშა

სტატიის ავტორი
-