მილუოკიმ შარლოტს მოუგო – მამუკელაშვილმა 15 წუთამდე ითამაშა

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა” ,,შარლოტ ჰორნეთსი” სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 105-96 დაამარცხა.

,,ბაქსის” შემადგენლობაში 15 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,მილუოკის” 20 ქულით, 8 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით ბობი პორტისმა ულიდერა.

,,შარლოტის” რიგებში 26 ქულით, 5 მოხსნითა და 4 ასისტით ტერი როზიე გამოირჩა.

,,მილუოკი” 16 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე პოზიციაზეა, ,,შარლოტი” კი 7 მოგებითა და 16 წაგებით კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.

მილუოკიმ შარლოტს მოუგო – მამუკელაშვილმა 15 წუთამდე ითამაშა

სტატიის ავტორი
-