მილუოკიმ შარლოტთან წააგო – მამუკელაშვილი ბაქსს 5 ქულით დაეხმარა (მიმოხილვა)

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,შარლოტ ჰორნეთსმა” ,,მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114-106 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში 12 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 5 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,ბაქსს” 43 ქულით, 12 მოხსნით, 3 ასისტით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით იანის ანტეტოკუმპომ ულიდერა.

,,შარლოტის” რიგებში ტერი როზიე გამოირჩა, რომელმაც 28 ქულას, 4 მოხსნას, 4 პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი.

,,მილუოკი” 26 მოგებითა და 16 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა, ,,შარლოტი” კი 21 მოგებითა და 19 მარცხით ცხრილში მერვეა.


მიმოხილვა:

მილუოკიმ შარლოტთან წააგო – მამუკელაშვილი ბაქსს 5 ქულით დაეხმარა (მიმოხილვა)

სტატიის ავტორი
-