25 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის სეზონის MVP-ის გამოსავლენად გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც პირველი ადგილი ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა დაიკავა.
ქართველმა კალათბურთელმა გამოკითხულთა ხმების 29,2 %-ი მიიღო, რითაც ჯანან მუსასა (რეალი, 19,1%) და ეთან ჰაპს (რიო ბრეოგანი, 9%) აჯობა.
ახლა საუკეთესოები მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა უნდა დაასახელონ, რის შემდეგაც სეზონის MVP-ი გამოვლინდება.
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის MVP-ად 2020-2021 წლებში დაასახელეს. აღნიშნული ტიტული ორჯერ მოპოვებული მხოლოდ არვიდას საბონისს, ფელიპე რეიესს, ნიკოლა მიროტიჩს, ტანოკა ბერდს, ლუის სკოლას, ფელიპე რეისსა და დერილ მიდლტონს (3-ჯერ) აქვთ.