NBA-ის პრესეზონი საინტერესო სტატისტიკით დასრულდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პრესეზონი დასრულებულია, რეგულარული სეზონი კი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიხსნება. 

აღსანიშნავი ფაქტია, რომ წინასასეზონო თამაშები ყველა გუნდმა გამართა, რომელთაგანაც საბოლოოდ წაუგებელი თამაშით მხოლოდ 2 მათგანი გამოირჩა.

პირველი წაუგებელი გუნდი გახლავთ “იუტა”, რომელმაც “ტორონტო”, “პორტლენდი” და “საკრამენტო” დაამარცხა. 

NBA-ის პრესეზონი საინტერესო სტატისტიკით დასრულდა 1

მეორე წაუგებელი გუნდი კი “ლოს-ანჯელეს კლიპერსია”, რომელმაც “მინესოტა”, “ლეიკერსი” და “დენვერი” დაამარცხა. 

NBA-ის პრესეზონი საინტერესო სტატისტიკით დასრულდა 2

ასევე აღსანიშნავია, რომ წინასასეზონო მატჩებში ერთადერთი გუნდი, რომელმაც ვერცერთ შეხვედრაში გამარჯვება ვერ მოიპოვა “ნიუ-ორლეანს პელიკანსია”. 

NBA-ის პრესეზონი საინტერესო სტატისტიკით დასრულდა 3გუნდი სავალალო მდგომარეობაშია, მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად მთავარმა ლიდერმა, ენტონი დევისმა შესაძლოა გუნდი უმოკლეს ვადებში დატოვოს, როგორც მან განაცხადა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, წარმატებული დასაწყისი ექნება გუნდს თუ წარუმატებელი – წარმატების შემთხვევაში დევისი გუნდში დარჩენას აპირებს.

პელიკანსმა 5 გუნდთან გამართა შეხვედრები და როგორც უკვე აღვნიშნეთ 5-ვე მათგანთან დამარცხდა. გუნდები, რომელთანაც “პელიკანსი” დამარცხდა გახლავთ – “ჩიკაგო”, “ატლანტა”, “ნიუ-იორკი”, “მაიამი” და “ტორონტო”.

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” 5 თამაშიდან 2-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება – “კლივლენდისა” და “ოკლაჰომას” წინააღმდეგ.

17 ოქტომბერს რეგულარული სეზონი “ბოსტონისა” და “ფილადელფიას” დაპირისპირებით იხსნება, იმავე დღეს კი ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი” და “ოკლაჰომა” დაუპირისპირდება.

NBA-ის პრესეზონი საინტერესო სტატისტიკით დასრულდა

სტატიის ავტორი
-