NBA შესაძლოა ივლისში განახლდეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერდა და განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. გამონაკლისი არც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მატჩები გახლდათ – NBA-ს უკანასკნელი დაპირისპირება მარტში გაიმართა.

დაწესებული შეზღუდვები და აკრძალვები თანდათან უქმდება, რის შედეგადაც შეჩერებული სპორტული აქტივობები ეტაპობრივად იღებს სტარტს. გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის გასაგრძელებლად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. წყაროს მტკიცებით, სეზონი შესაძლოა ივლისში განახლდეს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის განახლებულ მატჩებს შესაძლოა ფლორიდის შტატში მდებარე “უოლტ დისნეის სამყარომ” უმასპინძლოს. ადგილობრივი მედიის ცნობით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული.

NBA შესაძლოა ივლისში განახლდეს 1

NBA შესაძლოა ივლისში განახლდეს

სტატიის ავტორი
-