სან ანტონიოსთან მოგებულ მატჩში ბითაძემ 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა (ვიდეო)

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ,,ინდიანა პეისერსმა” ,,სან ანტონიოსთან” სტუმრად ოვერტაიმში, ანგარიშით 139:133 იმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ მოგებულ მატჩში მიღებულ 15 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 ასისტი მოაგროვა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ,,ინდიანაში” საუკეთესო კვლავ კარის ლევერტი იყო, რომელმაც 26 ქულას, 9 შედეგიან გადაცემას, 4 მოხსნას, 3 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

,,სან ანტონიოს სფურსს” 25 ქულით, 6 პასითა და 4 მოხსნით დემარ დეროუზანმა ულიდერა.



ბითაძის ,,ინდიანა” 22 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო” კი 24 მოგებითა და 23 წაგებით დასავლეთში მერვეა.

მიმდინარე სეზონში ბითაძე საშუალოდ 9.6 წუთს თამაშობს და 4.5 ქულას, 2.6 მოხსნასა და 1 დაფარებას აგროვებს.

მატჩის მიმოხილვა


სან ანტონიოსთან მოგებულ მატჩში ბითაძემ 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-