გოგა ბითაძის გუნდი NBA-ში ცნობილია!

21 ივნისი, დღე რომელსაც ყველა ქართველი და არაქართველი კალათბურთის გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელოდა, 2019 წლის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტის დღეა.

ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელიც “მწვანე ოთახში” გახლდათ მიწვეული, 2019 წლიდან კარიერას NBA-ში, კერძოდ კი “ინდიანა პეისერსის” რიგებში გააგრძელებს.

გოგა ბითაძე პირველი რაუნდის მე-18 არჩევანი გახლდათ, ეს საქართველოს ისტორიაში მეორე საუკეთსო მაჩვენებელია. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე საუკეთესო მაჩვენებელი ნიკოლოზ ცქიტიშვილს ეკუთვნის, რომელიც 2002 წელს “დენვერ ნაგეთსმა” პირველი რაუნდის მე-5 პიკად აიყვანა.

Live.ge ულოცავს ქართველი კალათბურთელს ამ უდიდეს მიღწევას და წარმატებებს უსურვებს ამერიკულ ასპარეზზე.

 

გოგა ბითაძის გუნდი NBA-ში ცნობილია!

სტატიის ავტორი
-