ინდიანამ კლივლენდთან წააგო – ბითაძე მატჩში საუკეთესო იყო | VIDEO

NBA-ის პრესეზონის ბოლო შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსი” ,,კლივლენდ კავალიერსთან” 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94-110 დამარცხდა.

მატჩში 23 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 18 ქულა (პირადი რეკორდი ინდიანას შემადგენლობაში), 6 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა. ქულებისა და დაფარებების რაოდენობით გოგა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ბითაძემ 7-დან 4 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

,,მაიამის” ჩედი ოსმანმა ულიდერა – თურქმა 14 ქულას, 3 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა თავი.

დღეს ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის ,,მილუოკი ბაქსმაც”, რომელმაც შინ ,,დალასთან” 11-ქულიანი სხვაობით წააგო. ქართველმა ფორვარდმა მატჩი 4 ქულით, 6 მოხსნითა და 1 დაფარებით დაასრულა.

,,მილუოკი” NBA-ის რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას 20 ოქტომბერს, ,,ბრუკლინის” წინააღმდეგ გამართავს, ,,ინდიანა” კი 21-ში ,,შარლოტს” დაუპირისპირდება.


გოგა ბითაძის მომენტები კლივლენდის წინააღმდეგ

ინდიანამ კლივლენდთან წააგო – ბითაძე მატჩში საუკეთესო იყო | VIDEO

სტატიის ავტორი
-