კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი დიდების დარბაზში შეიყვანეს (ვიდეო)

საკალათბურთო დიდების დარბაზს დღეს NBA-ის ლეგენდები – კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი შეემატნენ.

მათ გარდა, დიდების დარბაზის წევრები ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი – ტამიკა კეჩინგსი, მწვრთნელები – რუდი ტომიანოვიჩი, კიმ მალკი, ბარბარა სტივენსი, ედი სატონი და მენეჯერი – პატრიკ ბაუმანი იქნებიან.

კანდიდატების ვინაობა ცნობილი ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში იყო, ცერემონია კი თავიდან აგვისტოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

კობი ბრაიანტის მეუღლის, ვანესა ბრაიანტის სიტყვა:


კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი დიდების დარბაზში შეიყვანეს (ვიდეო) 1

კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი დიდების დარბაზში შეიყვანეს (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-