NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა” ,,მემფის გრიზლისს” უმასპინძლა და ოვერტაიმში 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:126 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. სტუმრებმა 29-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს, რაც ,,მემფისის” ისტორიაში რეკორდია.
,,სპურსის” შემადგენლობაში 23 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
14 მოხსნა მამუკელაშვილის კარიერაში (NBA-ში) ყველა დროის საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, მამუმ მეტოქის ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა, რაც ასევე პირადი რეკორდია.
,,სან ანტონიო” 18 მოგებითა და 52 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზეა. სანდროს გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, საკუთარ დარბაზში, ,,ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
მამუკელაშვილის მომენტები დღევანდელ შეხვედრაში: