ოფიციალურად: დუეინ უეიდის კარიერის დასრულების თარიღი ცნობილია

დუეინ უეიდი “მაიამი ჰიტის” ღირსებას კიდევ 1 წლით დაიცავს. ორწლიანი განშორების შემდეგ, NBA-ს სუპერვარსკვლავი, “ჰიტს” თებერვალში დაუბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დუეინ უეიდმა, რამდენიმე საათის წინ, ხელი 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, უეიდი კარიერას დაასრულებს.

კარიერის საუკეთესო წლები, შუთინგ გარდმა სწორედ რომ “მაიამი ჰიტში” გაატარა (2003-2016). უეიდმა, “ჰიტის” შემადგენლობაში სამჯერ მოიპოვა NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი, ერთხელ კი ფინალის MVP გახდა.

სტატიის ავტორი
-