საბერძნეთის ნაკრებისა და “პანათინაიკოსის” ყოფილი კალათბურთელი – ნიკ კალატესი “ბარსელონას” შეუერთდა.
ნიკ კალატესი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია. მან კაერიერა პანათინაიკოსში დაიწყო, შემდეგ NBA-ში, კერძოდ კი “მემფისში” გააგრძელა კარიერა, ხოლო 2015 წელს კი კვლავ “პანათინაიკოსში” გადაბარგდა. ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბერძენი გამთამაშებელი “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს.
¡Llegan las asistencias de Calathes!
El @FCBbasket se refuerza con el base @Nick_Calathes15 hasta 2️⃣0️⃣2️⃣3️⃣#LigaEndesa #MercadoACB pic.twitter.com/1b4tHRfjSr
— Liga Endesa (@ACBCOM) July 9, 2020
აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” სერიოზულად არის დაინტერესებული პო გასოლის შეძენაზე, ეს ტრანსფერი დღე-დღეზე უნდა დადასტურდეს.