ნიკოლა იოკიჩი NBA-ის 2020/21 წლების სეზონის MVP გახდა (ვიდეო)

“დენვერ ნაგეტსის” ცენტრი – ნიკოლა იოკიჩი, NBA-ის 2020/21 წლების სეზონის MVP გახდა. აღსანიშნავია, რომ იოკიჩი გახდა “დენვერის” პირველი კალათბურთელი, რომელმაც ყველაზე შედეგიანი კალათბურთელის ტიტული მოიპოვა.

იოკიჩმა რეგულარული სეზონის 72 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – მისი საშუალო მონაგარი 26.4 ქულას, 10.8 მოხსნასა და 8.3 ასისტს შეადგენს. 7 წლის წინ, როდესაც იოკიჩი NBA-ის შეუერთდა, იგი მეორე რაუნდში, დრაფტის 41-ე პიკად აირჩიეს.

ნიკოლა იოკიჩი NBA-ის 2020/21 წლების სეზონის MVP გახდა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-