ოლიმპიადა | კალათბურთი – მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ფლეიოფის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები, აშშ-სა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ლუკა დონჩიჩის სლოვენია გერმანიას დაუპირისპირდება, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ავსტრალია კი – არგენტინას.

მეოთხედფინალური წყვილები ასე გადანაწილდა:

იტალია – საფრანგეთი

სლოვენია – გერმანია

ესპანეთი – აშშ

ავსტრალია – არგენტინა


ფლეიოფის ოთხივე მატჩი სამშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება.

ნახევარფინალში იტალიისა და საფრანგეთის წყვილში გამარჯვებული, სლოვენიისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ესპანეთსა და აშშ-ს შორის მოგებული კი ავსტრალიას ან არგენტინას დაუპირისპირდება.


ოლიმპიადა | კალათბურთი – მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

სტატიის ავტორი
-