ოფიციალურად: გოგა ბითაძემ ინდიანა პეისერსის კონტრაქტს ხელი მოაწერა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული ახალგაზრდა ცენტრი გოგა ბითაძე ახალი საკალათბურთო სეზონიდან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში იასპარეზებს.

გოგა 2019 წლის დრაფტზე პირველი რაუნდის მე-18 არჩევნად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია.

ინდიანა გოგას წელიწადში 2.9 მილიონ დოლარს გადაუხდის.

“ინდიანას” ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გოგასთან კონტრაქტის დადება ოფიციალურად დაადასტურა:

“გოგა 2019 წლის დრაფტზე, ჩვენთვის პირველი რაუნდის მე-18 არჩევანი გახლდათ. ის ევროსარბიელზე “ბუდუჩნოსტის” რიგებში ასპარეზობდა და ევროპის “ამომავალი ვარსკვლავის” 2018/19 წლების სეზონის გამარჯვებულია”.

ოფიციალურად: გოგა ბითაძემ ინდიანა პეისერსის კონტრაქტს ხელი მოაწერა

სტატიის ავტორი
-