ოფიციალურად – თორნიკე შენგელიამ ვირტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა – თორნიკე შენგელიამ “ვირტუს ბოლონიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, შენგელიამ იტალიურ საკალათბურთო კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა, რომელიც შესაძლოა კიდევ 1 წლით გაგრძელდეს.

“ვირტუს ბოლონია” ადასტურებს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, თორნიკე შენგელიასთან შეთანხმება მიღწეულია. კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა, რომელიც შესაძლოა 2024-25 წლების სეზონში კიდევ გაგრძელდეს.

თოკო, რომელიც ჩვენს გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა, მალევე გახდა საკვანძო მოთამაშე და კლუბის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თოკო “ევროქაფის” მოგებასა და 14-წლიანი პაუზის შემდეგ “ევროლიგაზე” დაბრუნებაში დაგვეხმარა”, – აღნიშნულია “ვირტუს ბოლონიას” განცხადებაში.

შეგახსენებთ, იტალიური საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს სერჯო სკარიოლო იკავებს, რომელმაც შენგელიას მიმართ სიმპატიები არაერთხელ გამოხატა და ისურვა, რომ შენგელია მის გუნდში კიდევ დიდხანს დარჩეს.

ოფიციალურად – თორნიკე შენგელიამ ვირტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სტატიის ავტორი
-