ორლანდომ გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“ორლანდო მეჯიქმა” გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რის შედეგადაც ქართველი ცენტრი ფრენჩაიზის ღირსებას კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს. განახლებული კონტრაქტის თანახმად, ბითაძე 2.07 მილიონ დოლარს მიიღებს.

NBA-ის 2022-23 წლების სეზონში, ბითაძეს “ინდიანას” რიგებში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა, მაგრამ “ორლანდოში” მკვეთრად გაუმჯობესებული პირობები მიიღო. რეგულარულ სეზონში ბითაძემ “ორლანდოს” მაისური 17 შეხვედრაში მოირგო და საშუალოდ 5.8 ქულასა და 5.2 მოხსნას აგროვებდა.

ორლანდომ გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

სტატიის ავტორი
-