ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო – ბითაძემ 22 წუთამდე ითამაშა

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა” ,,ვაშინგტონ უიზარდი” სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116-109 დაამარცხა.

,,მეჯიქის” შემადგენლობაში 22 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 2 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

გოგამ მატჩში ბურთი ფარისკენ სულ 4-ჯერ ისროლა და ერთი ორქულიანი ჩააგდო.

,,ორლანდოს” პაოლო ბანკერომ ულიდერა – ფორვარდმა 30 ქულას, 12 მოხსნას, 6 პასსა და 3 დაფარებას მოუყარა თავი.

,,მეჯიქი” 33 მოგებითა და 44 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა. გოგა ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს ორშაბათს, 3 აპრილს, ,,დეტროიტთან” შინ გამართავს.

https://twitter.com/OrlandoMagic/status/1641975446060298240?cxt=HHwWgMCzhf_9u8ktAAAA

ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო – ბითაძემ 22 წუთამდე ითამაშა

სტატიის ავტორი
-