ორლანდოში ბითაძის დებიუტი ყოფილ გუნდთან მატჩში შედგა

გოგა ბითაძემ ,,ორლანდოს” შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ყოფილი გუნდის, ,,ინდიანას” წინააღმდეგ ჩაატარა.

დღეს ,,მეჯიქმა” ,,პეისერსს” უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108:121 დამარცხდა.

ბითაძემ 10 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

,,ორლანდოს” 21 ქულით, 6 მოსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით ფრანც ვაგნერმა ულიდერა.

,,მეჯიქი” 25 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა.

ბითაძის გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 28 თებერვალს, ,,ნიუ ორლეანს პელიკანსთან” სტუმრად გამართავს.

https://twitter.com/MagicNationCP/status/1629648582524452867

ორლანდოში ბითაძის დებიუტი ყოფილ გუნდთან მატჩში შედგა

სტატიის ავტორი
-