პატი მილსის 42 ქულა – ავსტრალიამ სლოვენიას მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენია 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 107-93 დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ავსტრალიელებს 42 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით პატი მილსმა ულიდერა. 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო ჯო ინგლსის ანგარიშზე.

სლოვენიელთა შემადგენლობაში 22 ქულით, 8 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. 18 ქულას, 7 მოხსნას, 2 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი კლემენ პრეპელიჩმა.

ავსტრალიამ კალათბურთში ოლიმპიური მედლის მოპოვება ისტორიაში პირველად შეძლო.

პატი მილსის 42 ქულა – ავსტრალიამ სლოვენიას მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სტატიის ავტორი
-